2021-05-12 11:43:08, 1877 ნახვა
ომი უკრაინაში
12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 71 570 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 71 570 პირია აცრილი.
NCDC-ის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან