2021-05-06 10:47:57, 1837 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე. ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 317 719 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 297 676 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსს, ჯამში, 4 227 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან