2021-05-04 09:33:14, 1642 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა და ამჟამად, 154 196 770-ს შეადგენს, - აღნიშნულ ინფორმაციას პლატფორმა Worldmaters-ი ავრცელებს.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, 3 227 197 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთანავე, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 131 617 305 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია, რომელმაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოენობით, რუსეთს გადაუსწრო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან