2021-05-04 09:14:55, 1551 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ იმუნიზაცია დღეიდან იწყება
საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.
მათივე ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დღეს, 09:30 წუთზე აიცრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინუქი ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზაა შემოსული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან