2021-05-03 10:09:47, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა და 153,504,600-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 131,538,373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3,216,577-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 33,180,441 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 19,925,604 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და საფრანგეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,