2021-05-01 14:53:04, 2085 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსის 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 523 ადამიანი
ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული, 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 3 523 ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19,164,969-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 211,853-ს უტოლდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ე.წ. ინდური შტამის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოები ადგილების და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ყოველდღიურად 3 000-ს აჭარბებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,