15:05 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 16:20:49, 812 ნახვა

რეგიონი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებში, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე,  ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორციელდება ურბანული განახლება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივებს რეგიონში.

„აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება  ეს პროექტი, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების, მიზიდულობის შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და   უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი  შესყიდვის პროცედურები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დღეს ცხადდება ტენდერი ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე. აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და  პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ კომპლექში.

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. წელს 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. უკვე დამუშავებულია 700 ჰექტარზე მეტი და პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. პროგრამა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ასევე, დღეს მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ სამთვრობო უწყებებს მოუწოდა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მოქალაქეების განაცხადებზე რეაგირება და დაჩქარდეს მიწების სარეგისტრაციო პროცესი -  „მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, რომ უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics