2021-04-29 10:59:20, 2090 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 645 ადამიანი
ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული, 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 3 645 ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18,376,524-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 204,832-ს უტოლდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ე.წ. ინდური შტამის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოები ადგილების და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ყოველდღიურად 3 000-ს აჭარბებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,