|
2021-04-26 15:24:33, 745 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, საბჭოთა კავშირის დროს ამაზე ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ
ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა გაახსენდა რაღაც მთავრობას, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდებოდა თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივა რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პერიოდში, შენდებოდა გზები, წყალგაყვანილობა, მოხდა გაზიფიკაცია და ისეთ სოფლებში შეიტანეს გაზი, „სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ“. „ჯერ ერთი, ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა გაახსენდა რაღაც მთავრობას. გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, „ქართული ოცნების“ და ყოველწლიურად ნახავთ, ძალიან დიდ ინფრასტრუქტურლ და სამეწარმეო პროცესებს, რომელიც რეგიონებში ხორციელდებოდა. არ ჩამოვთვლი იმ უამრავ პროექტს, რომელიც განხორციელებულია სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებით შენდებოდა, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაცია, ისეთ სოფლებში შევიატნეთ გაზი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)