|
2021-04-26 15:16:34, 625 ნახვა
კომენტარი
ლაშა ხუციშვილი: რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე არ მოხდება
რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას. „აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე და გამოვიყენებთ იმ არსებულ რესურსებს, რომელიც დღეს ბიუჯეტში გვაქვს. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო იქნება. ეს არის: მიმდინარე ეკონომიები საბიუჯეტო პროცესში, არსებული თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული. აგრეთვე, ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გეგმას. აღნიშნულ პროექტში უკვე შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. ამ ნაწილშიც, რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებების აღება ქვეყნის მხრიდან არ მოხდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)