03:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 14:46:57, 424 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს

„განახლებული რეგიონები“ ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოხდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრების სრული განახლება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის წერტილები ჩვენი ტურიზმისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, მთავრობა მაქსიმალურად, ყველაფერს აკეთებს, რომ ტურისტული ინდუსტრია უსაფრთხო რეჟიმში აღდგეს. მინისტრის განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და არამხოლოდ დიდ ქალაქებში.

რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს,  პროგრამით განსაზღვრული სამუშაოებისკენ მიმართული 500 მლნ ლარი 4 წელზე გადანაწილდება. ნათია თურნავას პროგნოზით, ახალი პროგრამა რეგიონებში კერძო ბიზნესის სექტორის გააქტიურებასაც გამოიწვევს. ამასთან, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა აქტივობების და პროექტების პაკეტები იქნება შეთავაზებული.

„ზოგადად ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში," პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და ჩვენ კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა, თქვენ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა მინიმუმ ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს და ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მორიგი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტრო გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება", - განაცხადა ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics