2021-04-18 11:02:18, 1940 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 3,41 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,41 პროცენტს შეადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,35 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის 2,98 პროცენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი, 14 კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,