2021-04-15 12:09:34, 2036 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 424 პირი აიცრა, ჯამში 24 917
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 15 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 24 917 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 424-მა პირმა ჩაიტარა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან