16:25 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 18:03:03, 1086 ნახვა

კომენტარი
აშშ-ის საელჩო - თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება

„თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ხელი არ შეეშალოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს.

ამას წინ უსწრებდა თებერვალში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics