11:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 10:55:56, 765 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომამდე 1 კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

„ამ ეტაპისთვის, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებთან დაკავშირებით არ უმსჯელია, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა და გავაკონტროლოთ, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი.

„დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება სააღგომოდ. ვინაიდან ამ ეტაპისთვის, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, დაახლოებით  ერთი კვირით ადრე სააღდგომი პერიოდამდე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა“, - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics