2021-04-02 00:26:00, 752 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქია - მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის მონასტრიდან გარიცხა
ჭყოდნიდის ეპარქია სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას ავრცელებს.
მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, მარტვილის მონასტრიდან გაირიცხნენ მონაზონი სოსანა და მორჩი ნინო მონასტრული წეს-განგების უხეში დარღვევისთვის.
„მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“, - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,