|
2021-04-01 10:32:31, 445 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიას შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარებისსტრატეგიის პროექტი განიხილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. „სამინისტრომ, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტს უკვე შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პენეტრაცია, დაზღვევის სისტემაში გაიზარდოს და მასში საქართველოს ყველა რეგიონი და ფერმერთა დიდი ნაწილი ჩაერთოს“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული აგროდაზღვევის შვიდწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე იყოს ჯანსაღი. „სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობამ, ბიზნესმა, ფერმერმა იცოდნენ ის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, აგროდაზღვევა“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა, აგროდაზღვევის სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას. სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მლნ. ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მლნ. ლარია.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)