15:28 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 10:59:57, 398 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის სამ რეგიონში, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები განახლდება

ტყის ეროვნული აღრიცხვა (ტეა) სატყეო სექტორის რეფორმის  შემადგენელი  მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)  ერთობლივად ახორციელებენ.

ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს.

ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსადა გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით.

საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება2018 წელს დაიწყო. დღეისთვის, დაფარულია საქართველოს 7 რეგიონი სრულად და კახეთის ნაწილი; 2021 წელს დაიფარება დარჩენილი 3 რეგიონი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი,კახეთის ნაწილი და თბილისი. საველე სამუშაოებს წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შეასრულებენ. კომპანიების სპეციალისტები მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები 2021 წლის ბოლოსთვის მომზადდება. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.

ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics