15:29 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 22:24:22, 597 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ილია II-ს ფრესკაზე ვანდალური თავდასხმა არ მომხდარა

საპატრიარქოს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ილია II-ს ფრესკაზე ვანდალური თავდასხმა არ მომხდარა და ის წლების განმავლობაში ნესტმა დააზიანა.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილის შესწავლა.

დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ.

„როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: „მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია“.

ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics