10:19 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 17:29:27, 655 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ცხელ ხაზზე გარკვეული შეფერხებები ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციის მსურველების მაღალმა აქტივობამ გამოიწვია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 15 22-ზე შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხელ ხაზზე გარკვეული შეფერხებები 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარებმა და ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციის მსურველების მაღალმა აქტივობამ გამოიწვია.

„ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით  მაღალი აქტივობა იყო, 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა.  მოლოდინის პერიოდი  სხვა დროსთან შედარებით ხანგრძლივი იყოდა სწორედ ამან გამოიწვია  გარკვეული შეფერხებები. ჩვენ ვმუშაობთ , როგორც ტექნიკურ ჯგუფთან , ისე სილქნეტთან, რათა  მოქალაქეებმა პასუხი სწრაფად მიიღონ.

„ფაიზერის“  რეგისტრაციის ჯავშნები  პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის  ქუთაისსა და ბათუმში.   ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება .მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება, დაახლოებით 3000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში ,კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ეხლა არის  გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია. 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია  ტარდება შესაძლოა  სამუშაო საათებიგახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ  დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics