16:23 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 15:35:36, 1115 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ, ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობა და სკეპტიციზმია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაზე მოსახლეობის უპრეცედენტო პასიურობაა და ამასთანავე, შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვია, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეორე - ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი და ესეც დაბალია, მაგრამ ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია.

მინდა იცოდეს მოსახლეობამ, საქართველო დღეს დგას გზაგასაყართან. უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. პირველი - ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ მიუხედავამ იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს და ერთვება აქტიური, მსხვილმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად ვაფართოებთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალ ადგილებში შეკრებას. მეორე - ეს არის გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრით და ვერ ვატარებთ სრულმასშტაბიან ვაქცინაციას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics