10:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 10:40:27, 474 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მარტს გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნება, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

25 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რასაც ქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ექსპოზიციით უერთდება.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რაც ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები - როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები,  შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა.

ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება.

გამოფენა 2021 წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics