17:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 13:43:10, 737 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 23-24 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" 2021 წლის 23-24 სექტემბერს გაიმართება. კონფერენცია ონლაინფორმატში ჩატარდება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია  (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა); ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია); კულტუროლოგია  (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია); ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. თეზისების წარდგენა დაწყებულია, წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-1

საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics