2021-03-22 10:37:41, 470 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესასწავლად გერმანელი ექსპერტები დღეს ჩამოვლენ
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ექსპერტები სამუშაოებში, სავარაუდოდ, ხვალიდან ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,