2021-03-18 22:21:57, 486 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე კონსილიუმს ესწრება
27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ერთობლივ კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრება. კონსილიუმში იღებს მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),