2021-03-18 20:54:52, 1203 ნახვა
საზოგადოება
ვაქცინასა და თრომბს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დასტურდება
გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლებმა თქვეს, რომ მოსახლეობაში AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან ვაქცინასა და თრომბს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დასტურდება.
ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. იშვიათი თრომბის შემთხვევა, რომელიც ბუნებრივადაც შეიძლება განვითარდეს, მილიონიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევაში ფიქსირდება. ვაქცინასა და მას შორის კავშირი კი ვერ დასტურდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,