2021-03-18 15:00:20, 689 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა, ე.წ კომენდატის საათი ძალაში რჩება
საქართველოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა, ე.წ კომენდატის საათი ძალაში რჩება.
აღნიშნულის შესახებ საკოორდინაცი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან