18:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:39:05, 326 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ქართველ მეცნიერებს მათი გამოგონებების კომერციალიზაციაში დავეხმარებით

„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ დადგენილება ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც შეეხება სამეცნიერო გამოკვლევებსა და გამოგონებებს, რაც ჩვენს ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, დავეხმარებით მათ ამ გამოგონებების კომერციალიზაციაში. ეს არის ძალიან კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წარმოდგენილი დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი.

მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო მიღწევების ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრალიზებული შესაძლებლობა, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის, განურჩველად იმისა, რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეკუთვნება მეცნიერი, თუ დამოუკიდებელად საქმიანობს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართველ მეცნიერებს, იპოვონ დაინტერესებული ინვესტორები თავისი გამოგონებებისთვის და ამით ჩადგნენ ეროვნული და გლობალური ეკონომიკის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მოიპოვა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომლითაც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი, მასში ჩართულნი არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, შეაფასებენ კომერციალიზირებად პროექტებს და შეიმუშავებენ კომერციალიზაციის გეგმებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში შერჩეულია 9 სხვადასხვა აქტუალური ტექნოლოგია, რომლებიც შემუშავდა მეტალურგიის, არაორგანული ქიმიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტებში, საქართველოს სამედიცინო და აგრარულ უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში.

„ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეცნიერებს, რომ მათმა გამოკვლევებმა მიიღონ ბაზარზე აღიარება და იპოვონ დაინტერესებული ინვესტორი“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics