18:31 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:03:33, 473 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა კი, არავინ ჩქარობს გაკეთებას

ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს მის გაკეთებას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი აქტივობა ცალკეული პირებისა და ტელევიზიების ანტივაქსერულმა კამპანიამ გამოიწვია.

„რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა ვაქცინაციაზე? იმიტომ, რომ თავიდან იყო საყვედურები იმაზე, რომ ვერ შემოგვაქვს ვაქცინა. როგორც კი შემოვიტანეთ, არ მინდა ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, ვინც გააჩაღა აქტიური ანტივაქსერული კამპანია, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველ ადამიანებზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტებს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენები, შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები, 13-მა ქვეყანამ შეაჩერა მისი გამოყენება და საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. სამწუხაროდ ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა იმ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაი ექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა. პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics