|
2021-03-18 13:38:23, 574 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ფერდობზე მეწყრულ პროცესებს გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან
მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზემეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარებაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. „მომდევნო კვირაში გერმანელი ექსპერტები, ამ მიმართულების გეოინჟინერები ჩამოგვყავს. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესი ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის დადგომასთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში მერიის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ. ამ საკითხის გადაჭრისთვის მუშაობა 24-საათიანრეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ აცნობა. მისივე განცხადებით, ექსპერტების მხრიდან უკვეგაცემულია რეკომენდაციები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების ეტაპი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. „არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან. პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასმერიამ შეატყობინა. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც უკვე მიმდინარეობსპირველივე წუთიდან. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და ამის შემდეგომ, შესაბამისი სამუშაოების გახორციელება. ეს უკანასკნელიც უკვე მიმდინარეობს, ანუ ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - განცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მაჭავარიანის და მარშალგელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებული იყო დეტალური პროექტი, დაიდო გეოლოგების დასკვნები, განხორციელდა ექსპერტიზები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება. მისვე თქმით, საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს. „მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში,ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მაჭავარიანის ქუჩის გახსნა.
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)