2021-03-18 09:18:14, 430 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს მოუწოდებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,