19:15 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 17:27:37, 727 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

16 მარტი სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეა. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ჯანდაცვის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

„დღეს შევხვდით უფროს სოციალურ მუშაკებს, მივულოცეთ მათ პროფესიული დღე, ასევე ვისაუბრეთ სოციალური მუშაკის პროფესიიის გაძლიერებასა და განვითარებაზე,  სამომავლო გეგმებზე და გასატარებელ ღონისძიებებზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია პროფესიული მუშაკებისა და მათი მუშაობის განვითარებასა და გაძლერებაზე, რაც მომავალში უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს პროფესიონალი სოციალური მუშაკების ხელშეწყობით. ეს კი, თავის მხრივ, დაეხმარება ბენეფიციარებს გაძლიერდნენ და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიმ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა,მერი მაღლაფერიძემ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გაუმჯობესების შესახებპრეზენტაცია გააკეთა.ვრცლად ისაუბრა მიმდინარე ეტაპზე მიმდინარე ღონისძიებებსა და  რაც დღის წესრიგშია არსებულ იმ გამოწვევებზე,  რაც ზრუნვის სისტემის გასაუმჯობესებლად არის დაგეგმილი. ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„2020 წლის 1 თებერვალს შეიქმნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც დაარსების დღიდან სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს/რეფორმას, რომელიც ემსახურება სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. დაგეგმილია საკადრო რესურსის გაფართოება, რაც საბოლოო ჯამში გაწეული მომსახურების ხარისხზეც აისახება“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თეა გვარამაძემ უფროს სოციალურ მუშაკებს მიაწოდაინფორმაცია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  წლის სახელმწიფო პროგრამაში" არსებული სიახლეების შესახებ, სხვადასხვა ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სოციალური მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

საქართველოში სოციალური მუშაობა 2000 წლიდან არსებობს, მას შემდეგ გაიზარდა სოციალური მუშაკების რიცხვი და დამსაქმებელი ორგანიზაციები.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სოციალური მუშაკების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეისათვის სააგენტოში 270 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათ შორის თბილისში  - 67. 

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სოციალური მუშაობის შესახებ და გააცნობიეროს მისი როლი სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით. სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, ჯგუფის, თემის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ისეთი პირობების შექმნას, რომელიც მათი პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს. სოციალური მუშაობის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ, ძალადობის მსხვერპლი,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კანონთანკონფლიქტში მყოფი, დამოკიდებული პირები. ასევე ხანდაზმულები, მიგრანტებიდა სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics