2021-03-15 15:18:07, 422 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,