18:15 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 13:01:16, 459 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და გამოძიების პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის, მასზე ზეწოლის ეპიზოდისა და გამოძიების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

საბჭოს მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს, რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება და გამოძიების ჩატარება.

„1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით,   რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამრთლოს გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი - განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.

გამოძიებასთან მიმართებაში:

2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.

3. ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ეს აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამართლოს ჰქონდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა წინა გამოძიებას რასაც ასევე აწარმოებდა პროკურატურის იგივე დანაყოფი, იგივე ხელმძღვანელობის პირობებში 2016-17 წლებში. აგრეთვე აღინიშნა მოწოდება ხელისუფლების მიმართ მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი რომელიც რეკომენდირებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.

4. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება, რათა ყველა არსებული საკითხი ზედმიწევნით გაანალიზდეს და შესაბამისი ახსნა მოინახოს. მოთხოვნილი საგამოძიებო ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანად შესრულებული და ყველა დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ მყარი.

ზოგად ზომებთან მიმართებაში:

5. მე-18 მუხლთან მიმართებაში სასამართლოს მიგნებების სერიოზულობისა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს მოახდინონ იმპლემენტაცია იმ რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც დაეფუძნება იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში და უზრუნველყოფს შემდგომ ეფექტურობას ევროპის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციების მიხედვით; აგრეთვე სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოებას იმ საქმეების ჩათვლით, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე -18 მუხლის დარღვევა;

6. მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული და მიზნობრივი ზომების შესახებ, განსაზღვრულ გრაფიკთან ერთად, ამ საქმის შემდეგი განხილვამდე, 1411-ე შეხვედრამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics