2021-03-15 10:58:27, 414 ნახვა
საზოგადოება
შატილში ერთ-ერთ სკოლაში აფეთქება მოხდა
შატილში ერთ-ერთ სკოლაში აფეთქება მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ, შენობას.
მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან.
შემთხვევის ადგილზე გასულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან