2021-03-15 09:04:45, 441 ნახვა
საზოგადოება
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სწავლის აუდიტორიებში განახლებას დღეიდან შეძლებენ
უმაღლეს სასწავლებლებს დღეიდან შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
სწავლის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან