|
2021-03-14 21:42:26, 689 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით განმარტებასა და ვიდეო კადრებს ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით განმარტებასა და ვიდეო კადრებს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრებაზე ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას. საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ კრებაზე ჟურნალისტები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ დასწრებას, რამაც სიტუაცია დაძაბა. „ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესა (კალაიჯიშვილი) და ეპარქიის სასულიერო პირებს შორის მიმდინარე შეხვედრისას განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მასმედიის გარკვეული საშუალებები ცდილობდნენ, ფაქტი დამახინჯებულად წარმოეჩინათ და მთელი პასუხისმგებლობა ეკლესიისათვის დაეკისრებინათ. გავრცელდა კადრებიც, სადაც დამახინჯებულად იყო გადმოცემული რეალობა. საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან და მოვლენების ობიექტურად წარმოსაჩენად, ვასაჯაროებთ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირთა კრების ვიდეომასალას, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული კრება, როდის და რამ გამოიწვია დაძაბულობა და სინამდვილეში როგორ განვითარდა მოვლენები. ვიდეოს დასაწყისში კარგად ჩანს, რომ კრება იწყება სასულიერო პირების ერთობლივი ლოცვით, რომლის დასრულების შემდეგაც მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერ პირებს მიმართავს და დასძენს, რომ ყოველ მათგანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების აბსოლუტური უფლება და საშუალება. როგორც კადრებიდან ვხედავთ, კრების მიმდინარეობისას მეუფე სტეფანე რამდენჯერმე დგება ფეხზე და მამებს დამშვიდებისკენ, კორექტულობისა და საუბრისას ერთმანეთისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანის მრიდან პარალელურად აქტიურად ისმოდა სხვათა შეურაცხმყოფელი ფრაზები. როგორც კრების დასაწყისში, ამ ეპიზოდების დროსაც, მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს მოუწოდებდა, რომ მსგავსი მიმართვები არაკონსტრუქციული და საუბრისათვის მიუღებელი იყო. კადრები ასევე კარგად ასახავს, რომ კრების დროს არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. სიტუაცია მას შემდეგ იძაბება, რაც ჟურნალისტები და უცხო პირები ცდილობენ კრებაზე შეჭრას და კარის შემოტეხას, აბრახუნებენ კარზე და იგინებიან. კადრი კარგად ასახავს, რომ კარის შუშა მანამდეა ჩამტვრეული. თავდაპირველად ოთახში იჭრება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია, რაც ასევე ფიქსირდება ვიდეომასალაში. მიტროპოლიტი სტეფანე პირადად მოუწოდებს და ატოვებინებს მას ტერიტორიას. თუმცა სიტუაცია ამით არ განიმუხტება, გარედან ძლიერდება ყვირი, შეურაცხმყოფელი სიტყვები, ბრახუნი. გარეთ მყოფნი სასულიერო პირებს გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მღვდელმსახურები კარებიდან მაქსიმალურად უკან, ოთახის შუაგულისკენ იხევენ და იწყებენ ლოცვას. გარეთ მდგომთა მხრიდან კარის ძალით გაღების შემდეგ აივანზე არსებული სივრცე, სადაც უამრავი ადამიანი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, კიდევ უფრო შევიწროვდა. ამის გამო ისინი მიაწვნენ აივნის მოაჯირებს. სამწუხაროდ, მოაჯირმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს, მოძვრა და შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები, ეზოში გადაცვივდა და დაშავდა. ამ ყველაფერს კარგად ასახავს წარმოდგენილი ვიდეომასალა. აქვე დავძენთ, რომ სასულიერო პირებისა და რეზიდენციის მომსახურე პერსონალის ნაწილი დაუყოვნებლივ ჩავიდა ეზოში დაშავებულებთან, გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟს და მაქსიმალურად სწრაფად გაუწიეს შესაბამისი დახმარება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)