2021-03-13 17:26:08, 601 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო კარავი გაშალეს
პარლამენტთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო კარავი გაშალეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, სოლიდარობა გამოუცხადონ.
მედიკოსები ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობილია ისიც, რომ კარავს სამედიცინო ფუნქცია ექნება და აქტივისტებს, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ, პირველად სამედიცინო მომსახურება გაუწევენ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოსთან 20-მდე საპროტესტო კარავია გაშლილი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან