11:24 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 14:53:36, 730 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება.

მისი თქმით, პროცესი შეჩერებული იქნება იმ დრომდე, სანამ ძირითად საკითხებზე ხელახალი კვლევები არ ჩატარდება.

„პროექტი, როგორც ადრეც ვთქვით, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჩვენ ამაში ეჭვი რა გვეპარება და მთლიანობაში, „ნამაჰვანჰესი“ არის აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ არის გარკვეული უნდობლობა, კითხვები და ეს ლეგიტიმური კითხვებია, შევთანხმდით კომპანიასთან, მოვთხოვეთ რამდენიე რამ: პირველი და მნიშვნელოვანია პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმება, რომ კომპანია გააგრძელებს ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს ძირითადი ნაწილის მშენებლობას, რაც არის კაშხალი და წყალსაცავი, რაც სხვადასხვა აჟიოტაჟის საგანი იყო, ამასობაში ჩვენ მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და უმრავლესობა ჩაერთვება ამაში, მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება, სრულიად გახსნილად და შემდეგში უკვე, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტივა შესატანი, მანამდე კი, კაშხლის, წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, თუმცა კომპანია გააგრძელებს გზის მშენებლობას, რომელიც მოსახლეობას შემდეგ უფასოდ გადაეცემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics