20:01 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:39:29, 457 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. 

კახა კალაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.

ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და 1500-ზე მეტმა ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ პროექტით.  მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ დაიკანონონ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ათეულობით წელია ცხოვრობენ, დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობას  და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკანონდეს ეს საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს და ოჯახს ვხედავთ და ეს სიხარული უნდა გაიზიაროს ყველამ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს.    ეს იყო ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოსა და ვაკის რაიონების გამგებლები, ასევე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics