2021-03-11 14:02:30, 1674 ნახვა
კომენტარი
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული ტემპით შემოვა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დადასტურებული ინფორმაციით, შაბათიდან საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.
„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან