16:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 12:27:20, 602 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში გაიმართება - შედეგებს პირველივე რაუნდისას არ უნდა ველოდოთ

მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში გაიმრთება - შედეგებს პირველივე რაუნდისას არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და აუცილებელია, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის შედგეს კონსენსუსი, რათა პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას შემდგომ მოჰყვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მოვლინებულია საქართველოში. უახლოეს პერიოდში გაიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი, ეს კომპლექსური პროცესია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემატიკა, რომელიც დღის წესრიგშია, იქნება სრულად დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის და კიდევ ერთხელ გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რადგანაც აუცილებელია იქნას მიღწეული კონსენსუსი, რადგანაც ქვეყანას აქვს უსერიოზულესი გამოწვევები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, პანდემიასთან დაკავშირებული და ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიურ ძალას შორის და პროცესები გადავიდეს პარლამენტში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics