|
2021-03-10 12:32:24, 381 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 27 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ სოციალური პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. „მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ამ მიმართულებით, 1 500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მსგავს ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ვისაც ანალოგიური, ფართების დაკანონების პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც დეტალურად აგიხსნიან და მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი, რათა თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ~ მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე შენობა-ნაგებობის უკანონოდ განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან დედაქალაქის მთავრობა სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. „კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია, სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. ჩვენ ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 6-7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ის ოჯახები, ვისაც სახლი არ აქვს და სოციალურად შეჭირვებულია, დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)