|
2021-03-10 11:48:30, 487 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელმაც ფონდის დირექტორის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, წარმატებები უსურვა. „ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დღემდე თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში, ბიზნესში გადადის. მინდა, მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ფონდის დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურას, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. მინდა, მასაც წარმატებები ვუსურვო. ლევან ჯღარკავას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს და დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ალექსანდრე ტოგონიძე იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ დედაქალაქში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, ძველ უბნებში, იმისთვის, რომ ის ღირებული და ძვირფასი, რაც დედაქალაქში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გაგვაჩნია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატურას, თბილისის მერი საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში წარუდგენს.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)