2021-03-09 20:17:33, 429 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი“
„ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ თვალყურს ადევნებს საარჩევნო რეფორმას.
„მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“.
თვალყურს ვადევნებ საარჩევნო რეფორმას, რათა შეტანილი იყოს უახლესი რეკომენდაციები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,