22:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 13:08:16, 409 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედია

„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს" პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე", -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში.

„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვავითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს" კამპანიის გამო.

„შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics