|
2021-03-08 17:18:03, 576 ნახვა
საზოგადოება
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველები და როგორი იქნება მათი ანაზღაურება?
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021 წლის 15 თებერვალს სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა, სადაც სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, რა კრიტერიუმით შეარჩევენ მოქალაქეებს და როგორი იქნება მათი ანაზღაურება - აღნიშნულ საკითხებზე „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა. კონკრეტულად რამდენი ადამიანის დასაქმება იგეგმება გერმანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით? ზოგადად, შეთანხმებით კონკრეტული შეზღუდვა კვოტის სახით ჩვენი მოქლაქეების დასაქმებს თაობაზე არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ყველაფერი {ოდენობა} დამოკიდებული იქნება გერმანული მხრიდან მოწოდებულ იმ ვაკანსიებზე და მათ ოდენობაზე, რაც ამ სეზონის განმავლობაში შემოვა გერმანული მხრიდან. რამდენი ვაკანსიაც შემოვა, იმის მხიედვით მოხდება ჩვენი მოქლაქეების დასაქმება, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ 500-ზე ბევრად მეტი იქნება დასაქმებულთა ოდენობა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმების მსურველი მოქალაქე და რას მიენიჭება უპირატესობა შერჩევის პროცესში? ჩვენ გვაქვს პირველი შეთანხმებით განსაზღვრული სავალდებულო კრიტერიუმები, რომლებიც ყველასთვის მოთხოვნილია. ეს არის ასაკობრივი შეზღუდვა, 18-60 წლამდე, ამასთანავე, მოქალაქე უნდა იყოს ჯანმრთელი, ვინაიდან ფიზიკურ სამუშაოსთან არის ეს შესაძლებლობა დაკავშირებული და ჯანმრთელობის დასადასტურებლად შესაბამისი ცნობა იქნება წარსადგენი, ე.წ ფორმა 100, ასევე მოთხოვნილია ნასამართლეობის ცნობა და ენის კომპონენტი, რომელიც ყველა შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს სავალდებულო, რადგანაც ამ შესაძლებლობით დაინტერესებული მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა, შესაძლოა არ იცოდეს უცხოური ენა, იქნება ეს ინგლისური თუ გერმანული. დასაქმება, როგორც წესი, კონკრეტული ოდენობი ადამიანებზე შემოვა დამსაქმებლისგან მოთხოვნა და ჯგუფის დაკომპლექტების დროს, აუცილებლად რამდენიმე ადამიანს დავაკომპლექტებთ ისე, რომ გერმანულ ან ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ და ამით დავაბალანსებთ, რათა მხოლოდ ენის კომპონენტი არ გახდეს დამაბრკოლებელი, სხვა ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი მოითხოვს, რომ კონკრეტულ მოსავალზე, რომელზეც იქნება ვაკანსია გამოცხადებული, მოსავლის აღების გამოცდილება ჰქონდეს დასაქმებულს. თუმცა, შესაძლოა რაიმე დამატებითი კრიტერიუმიც იყოს სამუშაოს შეთავაზებისას მოთხოვნილი, თავად დამსაქმებლის მხრიდან. როგორი იქნება გერმანიაში დასაქმებლი საქართველოს მოქალაქის თვიური ანაზღაურება, გადასახადებისა და საცხოვრებლის ფასის გათვალისწინებით? ანაზღაურება გერმანიაში შესაბამისი კანონმდებლობით საათობრივია და შესაბამისად, განსაზღვრულია მინიმალური ხელფასი, რომელზე ნაკლებსაც გერმანელი დამსაქმებელი ვერ იხდის. ამ სერვისთან მიმართებაში საათობრივი ანაზღაურება არის განსაზღვრული 9,5 ევროდ, ანუ საათში 9,5 ევრო იქნება ანაზღაურება, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან კიდევ უფრო იზრდება და ხდება 9 ევრო და 60 ცენტი. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით არის 9,5 ევრო. სამუშაო საათები არის განსაზღვრული კვირაში 5-6 დღე, დღეში 8-10 საათი, ეს არის სტანდარტული სამუშაო დღე. თუ ზეგანაკვეთური მუშაობა ენდომება,, როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთურიც ანაზღაურდება, აქედან გამომდინარე ხელფასი მის ნამუშევარ საათებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება გადასახადებს, ზოგადად, გერამნიაში გადასახადები ძალიან მაღალია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისევე გრძელვადიანი შრომითი მიგრანტებისთვის, დაახლოებით 47%-მდე ადის გადასახადები, თუმცა ეს ჩვენი სფერო არის გამონაკლისი, რომელიც განსხვავებული რეგულაციებით რეგულირდება და სეზონურ მუშაკებს, ვინაიდან ესენი მოკლე პერიოდით არიან დასაქმებული გერმანიაში, გადასახადები აქვთ განსხვავებული და იხდიან მხოლოდ საშემოსავლოს, რომელიც რის თვიური 5%, ანუ მათი თვიური შემოსავალი, რაც გამოუვათ ნამუშევარი საათების მიხედვით, ამის 5% ექნებათ გადასახდელი, არავითარი დამატებითი დაბეგვრა მათ არ ექნებათ. საცხოვრისის და კვების ხარჯები იქნება მოქალაქის დასაფარი, თუმცა პოვნაში მიეხმარება თვითონ გერმანელი დამსაქმებელი, ვინაიდან გერმანიაში საცხოვრებლის სისტემა არ არის მარტივი, ამიტომ წინასწარ უკვე დამსაქმებელს ევალება, რომ წინასწარ ჰქონდეს შეთავაზებული ასეთი ტიპის საცხოვრებელი, რაც შეეხება პირობებს, ამასაც ხაზს გავუსვამ, ამაზე დარმწუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გერმანიაში საცხოვრისის საკითხი შესასბამისი კანონმდებლობით რეგულირდება და განსაზღვრულია მინიმალური სტანდარტები, რასაც სავალდებულოდ უნდა აკმაყოფილებდეს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებული საცხოვრებელი, რომელიც საკმაოდ მაღალი დონისაა. ფასი არ იქნება მაღალი, რადგან რა თქმა უნდა ეს საცხოვრებელი არ იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ეს იქნება სამუშაო ადგილთან ახლოს შესაბამისი საცხოვვრებელი, შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო, თუმცა საცხოვრებლის სტანდარტი იქნება მაღალი. რაც შეეხება საფასურს, ეს იქნება ინდივიდუალური, რეგიონის, ქალაქის და დამსაქმელბის მიხედვით, თუმცა როგორც გერმანულმა მხარებ მოლაპარაკებების დროს გვითხრა, ეს ფასი დაახლოებით იმერყევებს 5 ევროდან-15 ევრომდე ფარგლებში, თუმცა როგორც წესი, მინიმუმის მხარეს იქნება. კონკრეტულად როდიდან დაიწყება საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების პროცესი? პროცესი უკვე დაწყებულია, ვაკანსიების ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს, ვაკანსიების მიღება პერმანენტულად გაგრძელდება, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ არის მოკლე დროში გაწერილი პროექტი, ეს არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დაწყებული პროცესი, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ რომელიმე მხარე ამ შეთანხმებას არ შეწყვეტს. ეს პროცესი იქნება მუდმივად, სანამ შეთანხმება ძალაში იქნება. რაც შეეხება პირველ ნაკადს, რომელიც გაემგზავრება გერმანიაში, ეს იქნება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე, რომელიც იწყება დაახლოებით აპრილის პირველი ნახევრიდან. ამ პერიოდიდან დაწყებული ჩვენი მოქალაქეები, ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყებენ გერმანიაში დასაქმებას. ხაზს გავუსვამ, იმ ვაკანსიების მიხედვით, რომელიც შემოსულია. დასაქმება არის ზოგადად 1 თვიდან 3 თვემდე ვადით, თუმა 99,9% შემთხვევაში, იქნება მაქსიმუმი, 3 თვემდე ვადით. რეგისტრაცია ხდება ერთხელ. რეალურად სეზონზე, ვინაიდან და რადგანაც გერმანიაში სეზონი 6-7 თვე გრძელდება, მოქალაქეს დასაქმება სეზონზე მხოლოდ ერთხელ შეეძლება, რადგან შესაბამისი რეგულაციებით ეს დასაქმება მიბმულია უვიზო მიმოსვლის დღეების ათვლასთან, ანუ 180 დღეში 90 დღე შენგენის ზონაში ყოფნა. შესაბამისიდ, 90 დღე როდესაც ადამიანი იმუშავებს შენგენის სეზონში, შემდეგი 90 დღე მას არ ექნება შენგენში შესვლის შესაძლებლობა, ანუ 3 თვეს უნდა დაელოდოს და ამ პერიოდისთვის, უკვე სეზონი მთავრდება, მაგრამ ეს შეზღუდვა იქნება მომავალზე. მეტს გეტყვით, ჩვენი შეთანხმების ფარგლებში არის დათქმა, რომ გერმანულ დამსაქმებელს ეძლევა უფლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქის დასაქმება იქნება წარმატებული და კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს და თუ იქნება მოქალაქის სურვილი, მომავალ სეზონზე, სახელმწიფო უწყებების მიერ დადგენილი პროცედურების გარეშე, პირდაპირ იმ დამსაქმებელთან დასაქმებელთან დასაქმდეს და ის პირდაპირ მოიპოვებს ნებართვას დამატებითი პროცედურების გარეშე, თუ ადამიანი კარგად შეასრულებს სამუშაოს, ჩათვალეთ, რომ ყოველწლიურად გარანტირებული სამუშაო აქვს სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)