15:31 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 12:34:06, 575 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმისთვის ვითარება შეიცვალა, ადამიანებმა ყველაფერი „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში დაინახეს

„ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების დიდმა რაოდენობამ „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში დაინახა, რამდენად საშიშია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ადამიანები საჯაროდ ყვებიან საკუთარ გამოცდილებას, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ეს დემოკრატიული ოპოზიციის პრობლემა არ არის.

„ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა უფრო მეტ „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში, თუ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ის ზვავი, რაც ახლა გრძელდება და ადამიანები საჯაროდ ყვებიან საკუთარ გამოცდილებას ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე, არის იმის მტკიცებულება, რომ ეს არ არის დემოკრატიული ოპოზიციის პრობლემა და მათი შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად, სასურველია არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო რწმენისა და კონსენსუსის საგანი საზოგადოებაში სწორედ იმიტომ, რომ საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება საკითხის დაყენებას, ვის დაველაპარაკებით მათი წასვლის ისეთ ფორმაზე, რომელიც არის ნაკლები ზიანის და რისკის მქონე ქვეყნის ინტერესში, ეს ნაკლები რისკით წასვლა არის არჩევნებით წასვლა და ამომრჩევლების ნებასთან შეგუება. აქ მე არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics