12:50 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 10:12:44, 525 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის პლენარული სესიაზე 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტის პლენარული სესიაზე 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მომხსენებელი იქნება.

„ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დებატებისას საუბარი შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტსაც.

„გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც განაცხადა მზაობა, შეასრულოს მედიატორის როლი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ამ პროცესებთან დაკავშირებით და ზოგადად შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში არის ძალიან დიდი ინტერესი“, - განაცხადა  ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics