12:34 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 15:53:10, 731 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ადამიანები ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, თუმცა პატიმრების წამებაზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა არ აწუხებთ

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება და წერს, რომ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სხვა საქმეებზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად არიან.

მისივე თქმით, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება.

„ოპოზიცია რომ პარლმენტში არშესვლით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ეს დეფინიცია საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. ამის შემდეგ:

დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა;

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე ნაციონალური მოძრაობის მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე;

შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა ოფიციალური თბილისისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მხარდაჭერა;

ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.

ცხადია, ამ გარემოებებმა ძალიან შეაშინა ნაციონალური მოძრაობა, მათი ერთადერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ფედერაცია. ამიტომ, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება.

შედეგად, მათ მიერ კონტროლირებადი პარტიები ისევ ნაცების მესიჯბოქსზე გადაეწყნენ და ეს იქნება, ერთადერთი შედეგი, რასაც ამ სიბინძურით მიაღწევენ.

იმ ადამიანების მორალური სახე კი, ვინც ვირტუალურ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უამრავ უმძიმეს საქმეზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ახარებთ, ცალკე საკითხია“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics